ამ ჩანაწერებში მე ვარ მსმენელი და ამას დაკითხვაზე კიდევ ერთხელ მოვყვები - ნიკა გვარამია
30-10-2015, 05:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გამოქვეყნებულ ჩანაწერებში არის მსმენელი და რაც მოისმინა, დღევანდელ დაკითხვაზე სწორედ ამას მოყვება.

 


ამის შესახებ გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

 


"ამ ჩანაწერებში საუბარი არ არის იმაზე, რომ "რუსთავი 2"-მა უნდა დაგეგმოს ვინმესთვის სროლა ან სახელმწიფო უფლებებში შესვლა. სახელმწიფო გადატრიალებას ვერ მოაწყობს ადამიანი "რუსთავი 2"-ის შენობაში, რადგან ეს არ არის სახელმწიფო დაწესებულება, ამისთვის საჭიროა შეიჭრა სამინისტროში ან რომელიმე სხვა უწყებაში. მიხეილ სააკაშვილი მიზიარებს თავის დამოკიდებულებას, ეს პირველად არ მომხდარა. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება არის წამსვლელი უკიდურეს ნაბიჯებზე იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაპროტესტებთ სიტყვის თავისუფლებას. ის უშვებს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს ძალა, მათ შორის - ჩვენს წინააღმდეგ. მე ამას არ ვიზიარებდი მაშინ, მაინცდამაინც არ ვიზიარებ ახლაც, თუმცა ხელისუფლება ისე იქცევა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ნამდვილად საეჭვო გახდა ჩემი ეს რწმენა", - განაცხადა გვარამიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი