ზაფხულში უნდა ჩავატაროთ აცრების მაქსიმალური რაოდენობა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გვინდა, ზაფხულში ჩავატაროთ აცრების მაქსიმალური რაოდენობა. ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი სწავლის დაწყებისას უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, ისევე როგოც ყველა სკოლის მასწავლებელი, რათა სკოლა იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო. ივლისსა და აგვისტოში გვექნება ვაქცინების საკმაო რაოდენობა, ასარჩევადაც კი შეიძლება იყოს საქმე. ასე რომ, აიცერით ყველა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.