„მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი გზა ნათელია და ძლიერდება ჩვენი პარტნიორების სოლიდარობით!“- წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „თვითერში“.
ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახლმწიფოებისა და მათი მეთაურების სახელით ვრცელი კომუნიკე გამოაქვეყნა, რომლის მე-14 პუნქტში საუბარი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვასაც ეხება. მასში ხაზგასმულია ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მხარდაჭერა და მოწოდებულია რუსეთისადმი, რომ გაიყვანოს სამხედრო ძალები ამ სახელმწიფოების ტერიტორიებიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.