ვადევნებდი თვალყურს ბაიდენის პრესკონფერენციას და საერთოდ ამ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს. ის, რაც ხდება, ეს არის სრულიად უპრეცედენტო კატასტროფა საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე. ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა, საქართველო ამერიკის პრეზიდენტის მიერ და საერთოდ აღარ მოიხსენიებენ პრობლემათა რიგში რუსეთთან მიმართებაში. აი, ეს არის ყველაზე სახიფათო რაღაცა, იმიტომ რომ ეს გვიქადის ჩვენ, პირდაპირ რომ ვთქვა, მსოფლიო რუკიდან უახლოეს პერიოდში გაქრობას, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში.
„საქართველო არა მხოლოდ იცლება ხალხისგან, საქართველო, როგორც ქვეყანა გაქრება მსოფლიო რუკიდან თუ ჩვენ ესენი დროზე არ მოვაშორეთ და მე ამით პირადად ვარ დაკავებული ახლა, როგორც არასდროს, და მხოლოდ საქართველოს მტერს და მხოლოდ სრულიად ბრიყვს უნდა უნდოდეს დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნება.
კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს, როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში. მოვწონდით, არ მოვწონდით, ყველა შემთხვევაში ვალდებულება იყო, რომ ვეხსენებინეთ იმიტომ, რომ არ ჩამოვდიოდი ეკრანებიდან, ვაკაკუნებდი ყველა კარებზე და ვაწუხებდით ყველას.
ახლანდელი პოლიტიკა არის, რომ არაფერი არ აინტერესებთ გარდა, პირადი ფულის ქაფვისა და პირადი მუცლისა და გადაყვნენ ამ მუცელს და პრაქტიკულად გაწირეს ჩვენი ქვეყანა. ეს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება კიდევაც“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.