განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დასრულებას ულოცავს
15-06-2021, 17:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სასკოლო საზოგადოებას 2020-21 სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს:

 


„ძვირფასო მოსწავლეებო,

 


მსურს, მოგილოცოთ 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება! ვინაიდან პანდემიამ საგრძნობლად შეცვალა ჩვენი ცხოვრება და დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, თითოეულ ჩვენგანს მოგვიწია გამკლავება ვირუსის შედეგებთან.

 


ჩვენ მცდელობა არ დავიშურეთ, რომ პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილიყო და ერთობლივი ძალისხმევით ეს მოვახერხეთ. ძალიან მიხარია, რომ, საბოლოოდ, თქვენი საკლასო ოთახებში დაბრუნება შევძელით, მეგობრებისა და მასწავლებლების გარემოცვაში ყოფნა მართლაც ბედნიერებაა.

 


მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამძლეობისთვის თქვენ და თქვენს მასწავლებლებს, რომლებმაც, დამეთანხმებით, დიდი შრომა გაწიეს, საქმისადმი ერთგულებით და მაღალი პროფესიონალიზმით შეძლეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.

 

 

იმედი მაქვს, რომ მომავალ სასწავლო წელს ისევ საკლასო ოთახებში შეხვდებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხო გარემოში შეძლოთ სწავლის გაგრძელება.

 

 

ხვალიდან საზაფხულო არდადეგები იწყება. მინდა გისურვოთ კარგი და სასიამოვნო დასვენება მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად!“ - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი