ქვეყანაში დანაშაულის ტოლფასი საგანმანათლებლო სისტემაა შექმნილი და მთავრობა და მისი მეთაური კომკავშირული შემართებით „შედიან ნატოში“ და „ევროკავშირში!“
16-06-2021, 08:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო - საგანგაშო მდგომარეობა, რომლის თაობაზეც ყველაფერი ცნობილია - ხელისუფლებები მიზანმიმართულად ანადგურებენ საგანმანათლებლო სისტემას!

 

 

The Organization for Economic Cooperation and Development (OECD)-ის 2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო გახლავთ ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში ბირმის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ლიბერიის, ლიბიის, შრი ლანკის და ზამბიის გვერდით (იხილეთ ბმული).

 


და ასეთ ხელისუფლებებს გასაცოდავებული და გონებაბნელი ხალხი მხარდამჭერად ევლინება! ქვეყანაში დანაშაულის ტოლფასი საგანმანათლებლო სისტემაა შექმნილი და მთავრობა და მისი მეთაური კომკავშირული შემართებით ''შედიან ნატოში'' და ''ევროკავშირში!". რისთვის? ნატო და ევროკავშირი რომ გინდოდეთ, ქვეყანას განვითარების და არა განადგურების გზაზე დააყენებდით!

 


მთავრობა, რომელიც ფულს უხდის წინა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ფირმებს და მათ ამუშავებინებს სახელმწიფოს ყველა მნიშვნელოვან საკითხს (იმიტომაც არის კარგად საქმე!) და განათლების მრჩეველებად ზუსტად ის ხალხია, წინა ხელისუფლებიდან, ვინც დაიწყო განათლების სისტემის ნგრევა (მთლიანად სისტემის და მათ შორის, თსუ-ს ნგრევა).

 


და ასეთი მთავრობა კიდევ თავს იწონებს და უტიფრად აცხადებს ალტერნატივა არ გვყავსო!

 


მხოლოდ იდიოტების ქვეყანაში შეიძლება დღევანდელ ხელისუფლებას არ მოეძებნებოდეს ალტერნატივა!

 

 

დემურ გიორხელიძე,

 

ანალიტიკოსი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი