ლელა ჩიქოვანმა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა
16-06-2021, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიის მიმართულებით, ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს უმასპინძლა.

 

 

ლელა ჩიქოვანმა გიომ ლაგანს ვიზიტისა და საფრანგეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ თავდაცვის სფეროში პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ლელა ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის, საჰაერო თავდაცვის სისტემის, ასევე სამთო მიმართულების გაძლიერების პროცესში ფრანგული მხარის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ რეფორმებს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, ნატოს მნიშვნელოვან ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოებაში, ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებას არჩეული ევროატლანტიკური კურსის მიმართ. ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ნატოს ოპერაციებში ნატოელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობის გაგრძელება მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“ სტრატეგიის იმპლემენტაცია.

 


შეხვედრას საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი, მისი მოადგილე, მე-3 რანგის კაპიტანი, შარლ-ვიქტორ ორი და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს წარმომადგენელი, პანპი ეჩევერი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი