არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ კატეგორიულად არ ეთანხმება ე.წ. „კორტები სპეცოპერაციის“ საქმეზე მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილის დღევანდელ განაჩენს.
ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ, როგორც იურისტებს, მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოტანილი გადაწყვეტილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი საქმის არსებითი განხილვის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს. საქმეში არსებული არცერთი მოწმე და მონაწილე (მათ შორის განსასჯელი 7 “სპეცრაზმელი“) არ ადასტურებს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ რაიმე გარემოებას. ვინაიდან დღეს მხოლოდ სარეზულუციო და არა სამოტივაციო ნაწილი გამოცხადდა, სადაც მოსამართლემ დეტალურად უნდა იმსჯელოს თუ რას დაეყრდნო დღევანდელი გადაწყვეტილების გამოტანისას, ვიტოვებთ უფლებას სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ უფრო დეტალურად მოგახსენოთ ჩვენი არგუმენტები თუ რა აბსურდული და საქმისადმი შეუსაბამო გადაწყვეტილება იქნა მიღებული მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის მხრიდან, ყოველივე ეს აისახება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.