"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების სრული უფლებაა, თავად განსაზღვროს, თუ როგორ დაიცავს თავის შენობას და ტერიტორიას. ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების უფლება, ვალდებულებაა და არა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი, რომ წინ აღვუდგეთ ბიძინა ივანიშვილის მცდელობას, ჩაახშოს ქვეყანაში ის ინსტიტუტები, რომელიც მას ხელს უშლის. ჟურნალისტების გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული, ხელს შევუშლით თუ არა ივანიშვილის ასეთ არაკონსტიტუციურ ქმედებებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის განცხადების საპასუხოდ განუცხადა.
რაც შეეხება გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, როგორც გიგა ბოკერიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" საჯაროდ აცხადებდა, რომ ძალით "რუსთავი 2"-ის წართმევას ფიზიკურად წინ აღუდგებოდა მანიფესტაციით.
"ეს იყო ცნობილი დიდი ხანია და ეს პოზიცია დღესაც არის ძალაში. დიდი ხანია გვაქვს საუბარი როგორ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, კერძოდ, როგორ შევებრძოლოთ ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევით, ძალადობით "რუსთავი 2"-ის ფიზიკურად ხელში ჩაგდების შემთხვევაში. ამ დისკუსიისას ყველა ვარიანტი განიხილება ამ შენობის და ტელეკომპანიის დაცვისთვის. რაც შეეხება "ბოევიკებს", ყველასთვის ნათელია, რომ აქ შეიარაღებულ ხალხზე კი არ იყო საუბარი, არამედ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ, ჩვენი მანიფესტაციით წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ იმას, რასაც გეგმავს ივანიშვილი და რასაც, იმედია, გადაიფიქრებს", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, მანამდე უკრაინული "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული საუბარი არის ფაბრიკაცია.
"ის საუბარი არის ბოდვა და ფაბრიკაცია. რაც შეეხება ამ საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ არ მახსოვს, რადგან ხშირად მიწევს ჩემს კოლეგებთან საუბარი, ამის შინაარსს ვადასტურებ. რაც შეეხება იმ ბოდვას, რომ ჩვენ უნდა მოგვეკლა ვიღაც ადამიანი, ეს არის ის მიმართულება, რა მიმართულებითაც თავიდანვე ივანიშვილის რეჟიმმა დაგეგმა, რომ წაიყვანოს პროცესები, შეშინდეს ხალხი და ჩვენ დაგვაბრალოს ძალადობის პროვოცირება, რომ ვითომ ვიღაცას ვესხმოდით თავს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებას და ამ უფლების წითელი ხაზი დღეს გადის "რუსთავი 2"-ზე", - განაცხადა ბოკერიამ და დაამატა:
"რაც შეეხება ბარიკადებს, არანაირი ბარიკადები ტელეკომპანიის წინ არ არის. თუ ივანიშვილი ხელს არ აიღებს ძალადობრივი ქმედებებისკენ, მათ მშვიდობიანი მანიფესტაციით დავუპირისპირდებით. ჩვენი ამოცანა ეს არის რომ მოხდეს და ხელი აიღოს მან ამის მცდელობაზე. თუ თვლის, რომ მე ვარ "ბოევიკი", მე ვარ მოქალაქე, რომელიც ვიბრძოლებ თავისუფლებისთვის".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.