ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა.
თანამედროვე და განახლებული სტანდარტების ცენტრი ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.
მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება სწრაფად და ხარისხიანად ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლებათ.
რიგის კონტროლის სწრაფი მომსახურებით მათ შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა რეფერალური, სოციალური მომსახურებისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.
მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისათვის, მოწყობილია პანდუსი, ტაქტილური ბილიკი და რუკა.
ცენტრის თანამშრომლები ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ორგანიზებით გადამზადდნენ, მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებით დამატებითი ტრენინგები ჩაუტარდათ.
იზრდება სამუშაო საათებიც. კვირის დღეებში, ცენტრი მოქალაქეებს 09:00- დან 20:00 საათამდე, შაბათს კი 10:00 - დან 14:00 საათამდე მოემსახურება.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.