ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საწვრთნელი მისიის EUTM RCA მეთაურის ორგანიზებით დედაქალ ბანგიში მარათონი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული მისიაში მონაწილე 13 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობდა.
მშვიდობისმყოფელებმა მარათონში 12-კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს. მათ სტარტი ბანგიში მდებარე საფრანგეთის საელჩოდან აიღეს და ფინიშიც ხაზიც აქ გადაკვეთეს.
ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე ასრულებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილებაა.
საქართველოს თავდაცვის ძალები ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 2014 წლის ივნისიდანაა ჩართული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.