საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ჩატარდა.
სხდომაზე მოისმინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსებით, 2019-2020 წლებში სამცხე-ჯავახეთში გაწეული სამუშაოების, ასევე მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. დეტალურად განიხილეს რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.
აღინიშნა, რომ ბოლო 8 წელის განმავლობაში რეგიონში 630 მილიონი ლარი დაიხარჯა, რომელიც ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ახალი გზების, წყალგაყვანილობისა და წყალანირების სისტემების მოწყობას მოხმარდა. გარდა ამისა დიდი ფინანსური რესურსია დახარჯული გაზიფიცირებაზე, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობაზე და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ყველა დასახლება უზრუნველყოფილია საბავშვო ბაღებით. დადებითად შეფასდა სოფელ კუმურდოში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა.
გასვლით სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად განიხილეს რეგიონში არსებული პრობლემები და გამოწვევები. ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დასახელდა რეგიონის გაზიფიცირება. სხვა რეგიონებთან შედარებით ხანგრძლივი ზამთრისა და ცივი კლიმატური პირობების გამო სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისათვის მტკივნეულია აღნიშნული საკითხი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ სამცხე-ჯავახეთს უდიდესი პოტენციალი გააჩნია, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურიზმის მიმართულებით. რეგიონში მოსახლეობის დასაქმების დიდი შესაძლებლობებია, რისთვისაც საჭიროა კომპლექსური ხედვა რეგიონის განვითარებისთვის.
სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე სოზარ სუბარი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ნინო წილოსანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატები, ოპოზიციის წარმომადგენლები ლევან იოსელიანი და გიორგი ხოჯევანიშვილი, მხარის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავჯდომარეები, ეკონომიკის სამინისტროსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.