საქართველოში 2021 წლის პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 4.5 პროცენტი შეადგინა
18-06-2021, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 275.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 4.5 პროცენტი შეადგინა.

 

 

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 6.8 პროცენტით. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

 

 

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-54.0 პროცენტი), მშენებლობა (-19.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-25.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-9.0 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-34.0 პროცენტი).

 

 

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (24.0 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (50.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.3 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.8 პროცენტი).

 


ამასთან, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.8 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (6.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.8 პროცენტი).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი