სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ხობის სოფელ პირველ ხორგაში საბავშვო ბაღის მშენებლობას, სოფელ ქვალონში კი 300 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობას გაეცნო
18-06-2021, 18:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად 17 საბავშვო ბაღის მშენებლობა ხორციელდება, ასევე დამატებით 25 საბავშვო ბაღის მშენებლობა მოხდება.

 


მიმდინარე პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილესთან და ხობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ პირველ ხორგაში გაეცნო. ბაღში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება. მანამდე არსებული ბაღი ავარიული იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს.

 


გიორგი გუგუჩია სოფელ ქვალონში 300 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო პროცესსაც გაეცნო.

 


მანამდე კი სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეებთან ერთად ხობის საკრებულოს წევრებს და მერიის სამსახურების უფროსებს შეხვდა. შეხვედრებზე მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები განიხილეს, სახელმწიფო რწმუნებულმა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოსახლეობასთან უშუალო, ინტენსიურ კომუნიკაციაზე და არსებული პრობლემების დროულ რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება.

 


ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი