სალომე ზურაბიშვილმა რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეც ისაუბრა
18-06-2021, 20:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ვიზიტით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება ვატიკანთან. მათივე ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

 

 

„საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვატიკანთან ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ურთიერთობები გაღრმავდეს და განმტკიცდეს. პრეზიდენტმა რომის პაპთან პირისპირ შეხვედრისას რეგიონში შექმნილი ვითარება და რეგიონულ ჭრილში საქართველოს როლი განიხილა.

საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს მედიაციის მნიშვნელობას. საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიალოგის გარეშე კონფლიქტების დაძლევა და სიტუაციის დეესკალაცია შეუძლებელია.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა შ, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ, რომელზეც მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

 

 

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომლის განვითარების შესაძლებლობებიც გაიხსნა კულტურასა და განათლებაში ამ დღეებში გამართული შეხვედრების შედეგად.

 

 

საუბარი შეეხო ბავშთა ონკოლოგიის საკითხებს, რომელიც საქართველოსათვის ერთ-ერთი სერიოზული საკითხია და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფომ მზაობა გამოხატა, რაც საქართველოსათვის ძალიან სასიხარულო ფაქტია.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპთან კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა პატარა ქვეყნების როლზე და მათი გაძლიერების მნიშვნელობაზე, რადგან პატარა ქვეყნებს ცალ-ცალკე არ შესწევთ ძალა, რომ მსგავს გლობალურ თემებთან დაკავშირებით გაიტანოთ საკუთარი ხმა და პოზიცია.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკითხი საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საჩუქრად გადასცა მეფე დემეტრე I-ის ავტორობით შექმნილი საგალობლის „შენ ხარ ვენახი“ ხელნაწერი ნოტები, რომელიც სპეციალურად რომის პაპისათვის გადაიწერა, წიგნი ქართული კულტურის შესახებ და წიგნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების შესახებ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების საუკეთესო ღვინოების ნაკრები. ასევე, გადასცა პატრიარქის საჩუქარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი