GUARDIAN.GE - სომხეთში, გასულ წელს აზერბაიჯანთან გამანადგურებელი შედეგით დასრულებული ომის შემდეგ, რასაც მთიანი ყარაბაღის დაკარგვა მოჰყვა, 20 ივნისს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, გამარჯვება პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოიპოვა, თუმცა მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა არჩევნების შედეგები საეჭვოდ გამოაცხადა და თქვა, რომ გაყალბებას აქვს ადგილი.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, არჩევნებში 46 წლის ნიკოლ ფაშინიანი ლიდერობს და მის პარტიას - „სამოქალაქო შეთანხმება“ ამომრჩეველთა ხმების 53.92 პროცენტი აქვს მოპოვებული.
ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილზეა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, 66 წლის რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელსაც 21.04 პროცენტი აქვს მიღებული.
მესამე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის საარჩევნო ბლოკი - „მაქვს პატივი“, რომელსაც 5.23 პროცენტი აქვს მოპოვებული.
გაგიკ წარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ 3.96 პროცენტი მიიღო.
სომხეთის პარლამენტში - ეროვნულ კრებაში - მოსახვედრად პარტიებმა ხუთპროცენტიანი, ხოლო ბლოკებმა შვიდპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ.
სომხეთის რიგგარეშე არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, ქვეყნის პარლამენტში მხოლოდ პრემიერ ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმება“ და ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ მოხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.