ვოლსკი აცხადებს, რომ გახარია „კონსპირაციულ შეთანხმებაში“ იყო სააკაშვილთან და მისი პრემიერ მინისტრად დანიშვნა „შეცდომა იყო“
21-06-2021, 10:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღემდე, ამ წუთამდე, საქართველოს შიდა გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს, არის აქტუალური და ამ შესაძლო განვითარებას პირადაპირ ხელი შეუწყო ამ ნაბიჯმა, რაც გადადგა საქართველოს პრემიერ მინისტრმა", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

 


იგი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია „კონსპირაციულ შეთანხმებაში“ იყო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან.

 


ჟურნალისტის შეკითხვაზე - შეცდომა იყო თუ არა გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრად დანიშვნა - ვოლსკიმ უპასუხა: „კი, ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო“.

 


2021 წლის 18 თებერვალს, როდესაც გიორგი გახარია პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა, ვოლსკიმ დღევანდელისაგან სრულიად განსხვავებული მოსაზრება გამოხატა და თქვა, რომ გახარია „ღირსეული პრემიერი იყო და მისმა საქციელმა გული დაწყვიტა“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი