საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია, გერმანიიდან თბილისში გადმოიყვანეს. ექიმების თქმით, მას შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის ინტენსიური კურსი და ოჯახური გარემო სჭირდება.
„ცოტნესთვის მნიშვნელოვანია აქაც და თბილისშიც, იმ ადამიანის გვერდში დგომა, ვისაც ის ენდობა და უყვარს. კომუნიკაციის პროცესში ანა (ანა ჯაბაური - ცოტნე გამსახურდიას მეუღლე) დაეხმარა პაციენტსაც და ჩვენც. მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენიმე ენას ფლობდა, დაზიანების გამო, მხოლოდ მშობლიური ენა ესმის“, უთხრა ტელეკომპანია „იმედს“ ექიმმა, კრისტოფ კელინგჰაუსმა.
ცოტნე გამსახურდია თბილისში, 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. მისი გერმანიაში მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.