საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
21-06-2021, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, ახალციხეში, პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო ბაზაზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ორსართულიანი ახლადგარემონტებული ყაზარმა, საქვაბის ახალი შენობა, მულტიფუნქციური ახლადმოწყობილი სტადიონი და სველი წერტილების შენობა მოინახულეს. უახლოეს პერიოდში ბატალიონის ტერიტორიაზე სასადილოს, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე, დროშის ანძის მონტაჟის სამუშაოები განხორციელდება.

 


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით, ბაზებზე ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

 


ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი მოცულობის თანხა იყო და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა. წელს ეს პოლიტიკა გრძელდება და ინფრასტრუქტურის გამართვასა და მშენებლობაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ თანხებით 100-მდე ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება. შედეგად, ქართველ სამხედროებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნებათ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი