[ვიდეო] მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს
21-06-2021, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში გადაიყვანეს, – ინფორმაციას და ვიდეომასალას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მამაკაცის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 

 


„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4 500 მეტრ სიმაღლეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა, რომელსაც ჰქონდა ქვედა კიდურის მოტეხილობა, იყო შეუძლოდ და სჭირდებოდა მაშველების დახმარება.

 


რთული რელიეფის გამო და დაშავებულის მდებარეობის გათვალისწინებით, ადგილზე ქვეითი სამაშველო ჯგუფის დროულად ასვლა და ახალგაზრდა მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მის დასახმარებლად თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გავიდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, მამაკაცი, ამ დროისთვის, უკვე ჩამოყვანილია თბილისში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი