გიორგი მარგველაშვილი სერჟ სარგსიანს შეხვდა
30-10-2015, 07:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა.

 


შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს. ასევე დეტალურად ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე.

 


აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ასევე დიდი პოტენციალი არსებობს ტურიზმის განვითარების კუთხით.

 


საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა, საუბრისას, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

 


როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. შეთანხმება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას რეგიონში.

 


პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მომავალ თანამშრომლობას.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრისას დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და განსაზღვრეს ურთიერთსასარგებლო შეთანხმებების შემდგომი პერსპექტივები. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.

 

 

„საქართველოსა და სომხეთს აკავშირებს საერთო ინტერესები და თანამშრომლობის დიდი პერსპექტივები. საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს.

 

 

ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს კიდევ უფრო აძლიერებს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება - ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენს რეგიონში სავაჭრო უთიერთობების გასაღრმავებლად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრისას ისაუბრეს ასევე, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე.

 

 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან სომეხ კოლეგას გაუზიარა შეშფოთება, რომელსაც იწვევს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. შეთანხმება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას რეგიონში.

 

 

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპების მიმართ და დაადასტურეს ერთგულება საზღვრის ურღვევობის, დავების მშვიდობიანი გზით მოგვარების, ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო-სომხეთს შორის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც დიდი პოტენციალი არსებობს.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მომავალ თანამშრომლობას.

 

 

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა კმაყოფილება გამოთქვა ბოლო წლებში სომხურ-ქართული ურთიერთობების დინამიურად განვითარებისათვის, რაც ვიზიტებში და მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგში გამოიხატა.

 

 

პრესკონფერენციაზე სომხეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო - სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება სრული ურთიერთნდობის საფუძველზე ხორციელდება.

 

 

„ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის სომხეთსაც და საქართველოსაც საკმარისი პოტენციალი გააჩნია და ეს ურთიერთობები შეთანხმებების საფუძველზე აღებული ვალდებულებებით ხორციელდება.

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების სხვადასხვა საინტეგრაციო სტრუქტურებში გაწევრიანება ხელს არ უშლის და პირიქით, უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის ურთიერთსასარგებლო პროგრამების განხორციელებისათვის.

 

 

სომხეთის გაწევრიანება ევრაზიულ კავშირში და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უარყოფითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პირიქით, ეს დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

 

 

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ 2014 წელს ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა იგივე ტენდენციაა 2015 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვითაც“, - აღნიშნა სერჟ სარგსიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი