საქართველოს თავდაცვის მინისტრი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია
22-06-2021, 11:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში მდებარე, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია, სადაც დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი ინვენტარით აღჭურვილი კაპიტალურად გარემონტებული სასადილო და განახლებული ყაზარმები დაათვალიერა და რეკრუტების საცხოვრებელი პირობების, მათი დღის განრიგის შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრს სამწყობრო მოედანზე გამოფენილი, რეკრუტებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდა.

 


საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში დასრულებულია ასევე შტაბის შენობის, საკონტროლო გამშვები პუნქტისა და 3 ერთეული საქვაბის შენობის ფასადების მოწყობის სამუშაოები. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ბაზაზე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციის, ასევე, ტრიბუნის მოწყობისა და დროშის სამონტაჟო სამუშოებიც განხორციელდა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში თავდაცვის მინისტრთან ერთად მისი მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი იმყოფებოდნენ.

 


თანამედროვე სტანდარტების, საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი ახალქალაქში ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა. ამჟამად ცენტრში საწყის საბრძოლო მომზადებას რეკრუტების ორი და წვევამდელების ერთი ნაკადი გადის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი