ამირან გამყრელიძე: მოქალაქეებს მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა ქვეყანაში
22-06-2021, 14:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ დღეს კიდევ ვიმუშავებთ „იუნისეფთან“, რომ დაგვიზუსტონ, როდის იქნება მოწოდებული „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა და ამის მიხედვით დავგეგმავთ აცრებს. მაგრამ ალტერნატიული ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ პირველ დოზაზე ვინც ჩაწერილი იყო, შესაძლოა, მათ შევთავაზოთ - თუ ისინი დათანხმდებიან და სურთ - „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილი უხერხულობისთვის მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა.

 


„ხაზს ვუსვამ, ვინც ჩაწერილია და მეორე აცრას 10-დან 12 კვირის ფარგლებში ელოდებოდნენ, დაჯავშნილი ჰქონდათ ადგილი, ყველა აიცრება. „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 1 600 დოზა გვაქვს ჩვენს ქსელში. ხოლო ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი ვაქცინაციიდან ოთხიდან ათ კვირამდე შუალედში, მათ ვთხოვთ ოდნავ მოთმინებას, ბოდიშს ვუხდით კიდევ ერთხელ. მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვინც ჩაწერილია და მეორე აცრას ელოდებოდნენ, არ დადგება რისკები და მათ ვაქცინაციის პერიოდი თორმეტი კვირის ზემოთ არ გადაუვადდებათ.

 

 

მისივე თქმით, მოქალაქეებს გარანტიებს აძლევენ, რომ მეორე დოზაზე 12 კირის ვადაში აიცრებიან.

 

 

„ვფიქრობ, არ დადგება რისკები, რომ პირს „ასტრაზენეკაზე“ ვაქცინაცია თორმეტი კვირის ზემოთ გადაუვადდეს. უახლოეს ხანში, რამდენიმე დღეში შესაძლებელია, რომ მოგვაწოდონ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ამაზე გაერო-ს ბავშვთა ფონდი ინტენსიურად მუშაობს.

 

 

ასევე მიმდინარეობს ბილატერალური მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან. ვფიქრობ, არ დადგება პრობლემა, რომ პირს 12 კვირის ზემოთ გადაუვადდეს აცრა. ამ ადამიანებს ნამდვილად ვაძლევთ გარანტიებს, რომ 12 კვირის ვადაში აიცრებიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომლის კომენტარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი