საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების კურსი დაიწყო. კურსის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული კორუფციული რისკების გაცნობა, მათი აღმოფხვრისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ანტიკორუფციული საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვაა.
ორდღიანი კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა. კურსის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა კორუფციის რისკები და მათი შემცირების მექნიზმები საჯარო სამსახურში, შიდა კონტროლის სისტემა და გენდერი თავდაცვის უწყებაში, ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციული რისკების მართვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.