პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს მოუსმინეს
24-06-2021, 07:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრებმა „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში მოისმინეს.



ანგარიშში მიმოხილულია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

 

 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში სახალხო დამცველს 5698-მა მოქალაქემ მიმართა განცხადებით და საჩივრით, რომლებიც უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხებოდა.

 

 

ცხელი ხაზის საშუალებით დაფიქსირდა 8270 შეტყობინება ფაქტის შესახებ.

 

 

სახალხო დამცველმა განახორციელა 537 მონიტორინგის ვიზიტი როგორც ციხეებში, ასევე, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სამხედრო ნაწილებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, თავშესაფრებში, პანსიონებსა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში.

 

 

ანგარიში როგორც მოქალაქეებისაგან მიღებულ ინფორმაციას, ასევე სახალხო დამცველის პროაქტიულად გამოვლენილ სისტემურ პრობლემებს ეყრდნობა ადამიანის უფლებების სფეროში.

 

 

„მინდა დავიწყო ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობით არა იმიტომ, რომ უკანასკნელ პერიოდში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულმა მოვლენებმა აქტუალური გახადა ბავშვთა უფლებების საკითხები, არამედ იმიტომაც, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფი სწორედ ბავშვები არიან“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

მისი თქმით, აღნიშნული მოწყვლადობის პირველი ფაქტორი სიღარიბეა და პანდემიის ფონზე ბავშვთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

 

 

სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებული პირების სიცოცხლის დაცვის მდგომარეობაზე.

 

 

2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდნენ.

 

 

სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში, სახალხო დამცველმა მიმოიხილა საქმეები, სადაც მისი მოსაზრებით, მართლმსაჯულების პროცესი არსებითი ხარვეზებით მიმდინარეობდა. თანასწორობის უფლების დაცვის მიმართულებით, სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2020 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს.

 

 

იგი მიესალმება ასევე საპარლამენტო გენდერული კვოტირების მექანიზმის დანერგვას.

 

 

ნინო ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა საანგარიშო პერიოდში პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევაზე.

 

 

გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მედია გარემო პლურალისტური, თუმცა საკმაოდ პოლარიზებულია.

 

 

მისი თქმით, მედიის და უფლებადამცველების ერთგვარ გამოწვევად იქცა საჯარო ინფორმაციის პერსონალური მონაცემების შემცველობის საფუძვლით დახურვა და გასაჯაროების მიმართ არსებული საჯარო ინტერესების უგულებელყოფა.

 

 

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, სავალალო მდგომარეობაშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და განათლების უფლების რეალიზება.

 

 

მისი თქმით, ჯანმრთელობის უფლების რეალიზების კუთხით, 2020 წელს, მსგავსად ბევრი სხვა ქვეყნისა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

 

 

სახალხო დამცველის განცხადებით, 2020 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო შრომის კანონმდებლობის რეფორმა და შრომის ინსპექციისთვის შრომითი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის სრული მანდატის მინიჭება.

 

 

სოციალური უზრუნველყოფის უფლების დაცვის მიმართულებით მთავარ გამოწვევას „მიზნობრივი სოციალური დახმარების“ პროგრამის ეფექტიანობის შესწავლა, სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება წარმოადგენდა.

 

 

სახალხო დამცველის მოსაზრებით, 2020 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თვალსაზრისით, მისასალმებელია მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და მარეგულირებელი აქტების მიღება და ქვეყნის შიდა კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.

 

 

ნინო ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებებზე, ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რწმენისა და რელიგიის თავისუფლების მდგომარეობაზე, უცხოელთა სამართლებრივ მდგომარეობაზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

 

 

სახალხო დამცველმა ინდივიდუალური მიმართვების განხილვის შედეგად, მოამზადა და შესაბამის უწყებებში გაგზავნა 107 რეკომენდაცია და წინადადება.

 

 

ინფრომაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი