სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენ ადგილზე მივაწვდით ყველა იმ მომსახურებას, რომლის მიღებაც მათ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ, - განაცხადა გარდაბანში იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიაზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.
„გაგაცნობთ ერთ სიახლეს. სულ მალე ჩვენ დავიწყებთ ახალ პროექტს, სახელწოდებით „მობილური იუსტიციის სახლი“, რაც გულისხმობს იმას, რომ სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენ ადგილზე მივაწვდით ყველა იმ მომსახურებას, რომლის მიღებაც მათ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიაწვდის მომსახურებას, რომლითაც ისარგებლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრები“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.