ამ შენობაში 450-ზე მეტი სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონების განვითარება იქნება.
„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ აქ დასაქმებული ჩვენი თანამშრომლები მაღალი კვალიფიკააციით გამოირჩევიან. ვიცი, რომ მინისტრს აქვს საინტერესო ინიციატივები, ახალი იდეები, რომელზეც მუშაობს 10-წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მაღალ ხარისხიანს გახდის იმ სერვისებს, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის მთავარი აქცენტი, პრიორიტეტი უნდა იყოს არა მხოლოდ დიდი ქალაქების, არამედ რეგიონების განვითარება. რადგან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგიონებში ცხოვრობს, ამიტომ მათ სჭირდებათ ასეთი თანამედროვე შენობები, სერვისები და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.