ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
24-06-2021, 14:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

 


ქუთაისის 2021 წლის საერთაშორისო ფორუმის თემაა „ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე“. ვიდეოკონფერენციისას მონაწილეებმა ისაუბრეს ქალაქების შესაძლებლობებზე პანდემიის დროს და მის შემდეგ, ქალაქების კარგ პრაქტიკაზე COVID-19 პანდემიის გამოწვევების გადასაჭრელად, ასევე ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე ქალაქის განვითარებისთვის.

 

 

„ეს ფორუმი არის კარგი საშუალება ვიმსჯელოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ამ შემთხვევაში ქუთაისის შესაძლებლობები და მისი გამოწვევები პანდემიის ფონზე. ყველასთვის ცნობილია პანდემიამ, როგორ დააზარალა ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამასთანავე დააზარალა ჩვენი ქალაქებიც. ჩვენს წინაშე არის ასევე, მნივნელოვანი გამოწვევა, ბიზნესის დახმარების და ხელშეწყობის კუთხით. ეს სექტორი მყარად უნდა დადგეს ფეხზე და პროექტები, რომლებიც ხორციელდებოდა და უნდა განხორციელებულიყო პანდემიამდე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ არ გავჩერებულიყავით და არ შეჩერებულიყო სხვადასხვა პროექტი თუ პროგრამა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო რაც პანდემიამ გამოიწვია, გარკვეული შეფერხებები მაინც იყო. სწორედ დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ და დავგეგმოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხები კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად, რომელთა აზრი და გამოცდილების გაზიარება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 


ფორუმი ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდა და მას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის (NALAG), ქუთაისის პარტნიორი ქალაქები და რეგიონების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, მონაწილეობდნენ ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 


ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი დაარსდა 2019 წელს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)“ და USAID პროგრამასთან „კარგი მმართველობის ინიციატივა“ (GGI)“ ერთად.

 

კომენტარები: 2
#2   KuhnyatiT
      
4 ივლისი 2021 23:04
#1   WilliamDiact
      
На сайте представлены лучшие игровые автоматы играть от популярных провайдеров.Каждый посетитель сайта может найти себе развлечение по вкусу, не покидая уютный дом.Все представленные здесь игровые аппараты имеют высокую степень отдачи и гарантируют своим игрокам прибыль.На нашем сайте вы увидите самые популярные слоты от таких разработчиков, как Novomatic, Igrosoft, Net Ent, Mega Jack, Playtech и др.Если вы хотите попытать счастье и получить
30 ივნისი 2021 01:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი