პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა შენობების ექსპლუატაციაში მიღების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შემავალ ცვლილებას არანაირი კავშირი არ აქვს დეველოპერული კომპანიების მიერ ბინების გაყიდვის პროცესთან. ახალი რეგულაციით დეველოპერებს არ ეკრძალებათ ბინების გაყიდვა“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
მაია ბითაძის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტის მიზანია ერთჯერადი ჰუმანური აქტის სახით, სამშენებლო პირობების დარღვევის გამო ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობები იქნეს მიღებული და მოქალაქეებს 20-წლიანი პრობლემა მოუგვარდეთ.
„საკანონმდებლო პაკეტით მკაცრდება ექსპლუატაციაში მიუღებელ და მშენებარე შენობებში დენისა და გაზის მიწოდების საკითხები“, – აღნიშნა ბითაძემ.
მაია ბითაძემ გამკაცრების არგუმენტად მოიყვანა თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ბუნებრივი აირის გამო მომხდარი აფეთქების შემთხვევები, რომლის დროსაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
„აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ამ საკითხს და მოსახლეობა იცხოვრებს მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ შენობებში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შეუქმნელად“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.