სააკაშვილი არ დაიშურებს არც ფულს და არც თავის ბიზნესმენებს, რომ დააფინანსოს გახარია და თავისი გავლენა გააძლიეროს! - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ლევან მამალაძე წერს.
მისი თქმით, გახარია და სააკაშვილი ერთმანეთისკენ ილტვიან, მელია კი შეიძლება თამაშგარე აღმოჩნდეს!
როგორც მამალაძე ამბობს, მელიას აშშ-ში გავლენიანი პოლიტიკოსებიდან არავინ შეხვდა, არც სენატში და არც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რამაც „სააკაშვილი მეტად შეაშფოთა და უმალ ვაშინგტონს ეწვია, სადაც „შემთხვევით“ ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერი გიორგი გახარიაც აღმოჩნდა“.
„მაისის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას მკაცრი გაფრთხილება მიიღო, რომ ევროკავშირი არანაირად მხარს არ დაუჭერს საქართველოში რაიმე არეულობების მოწყობას და ძალადობრივ ცვლილებებს. სააკაშვილზე ეჭვი აქვთ, რომ ის კრემლის ინტერესებით მოქმედებს, რადგან სიტუაციის არევა საქართველოში, როგორც ევროკავშირის და აშშ-ის საყრდენისთვის კავკასიაში, დასვლეთის მარცხს გამოიწვევს და რუსეთის ჰეგემონიას გააძლიერებს რეგიონში. დამფრთხალმა მიშამ თავისი „ნაციონალების“ ლიდერი ნიკა მელია აფრინა ვაშინგტონში, იმის დასამტკიცებლად, რომ არ არიან რადიკალები, თუმცა შარლ მიშელის მომზადებულ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია ენმ-ს.
მელიას აქაური გავლენიანი პოლიტიკოსებიდან არავინ შეხვდა, არც სენატში და არც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. ამან სააკაშვილი მეტად შეაშფოთა და უმალ ვაშინგტონს ეწვია, სადაც „შემთხვევით“ ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერი გიორგი გახარიაც აღმოჩნდა! არა აქვს მნიშვნელობა ერთ სასტუმროში არიან თუ არა, მთავარია რომ მათ ერთად ყოფნის და გეგმების შედგენის საშუალება მიეცათ! სააკაშვილს ჰაერივით სჭირდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციური პოლიტიკური საყრდენი, რომლითაც შეეცდება ჩაანაცვლოს რადიკალები და მელია „აფსაიტში“ დატოვოს. სააკაშვილი არ დაიშურებს არც ფულს და არც თავის ბიზნესმენებს, რომ დააფინანსოს გახარია და თავისის გავლენა გააძლიეროს! სააკაშვილი ხომ სიურპრიზს გვპირდება შემოდგომისთვის?!
სააკაშვილმა ვაშინგტონს უკვე შესთავაზა სააკაშვილ-გახარიას ახალი პოლიტიკური პროექტი, მაგრამ კაპიტოლიუმი მათ ეჭვით უყურებს.
ახალი ერთობა ყველანაირად შეეცდება, რომ კავშირები და ერთობლივი ქმედება დამალონ, რათა გახარიამ მეტი ხმები მიიღოს, ოცნებას ხმების 43% აღების საშუალება არ მისცეს და ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს!
ასეთ ვითარებაში გიორგი გახარიას გაუჭირდება ლოიალობის შენარჩუნება და ხელისუფლების კრიტიკაზე გადასვლა მოუწევს. ამასთან სააკაშვილ-გახარიას კავშირი საფუძვლიანად რომ გაიშიფროს, მაშინ გახარია ნაც-რადიკალების ხმებს უფრო მიიღებს ვიდრე ოცნებას წაართმევს!
ასე, რომ ბედკრულ საქართველოზე თამაშებს უკრაინის მოქალაქე ისევ აგრძელებს!“ - წერს ლევან მამალაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.