ირაკლი ღარიბაშვილი: პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 6 მილიარდ ლარს მიაღწევს
25-06-2021, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 6 მილიარდ ლარს მიაღწევს, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ადგილობრივი წარმოების, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.

 

 

„პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი გეგმის მიხედვით დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია შეადგენს 6 მილიარდ ლარს.

 

 

მცირე და საშუალო ბიზნესის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, დაინერგება რეგიონალური მეწარმეობის ხელშეწყობის მექანიზმი, რაც გულისხმობს მთელი საქართველოს მასშტაბით, 10 რეგიონში, „ბიზნეს ცენტრების“ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ბიზნესის ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

 

 

„ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დადგა ბიზნესი პანდემიის შედეგად. როგორც ჩვენი ადმინისტრაციის პირველივე დღეებში განვაცხადეთ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ბიზნესის ეფექტურ და სწრაფ გაჯანსაღებას.

 

 

როგორც შეგპირდით, რეგულაციების შემსუბუქების და ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურების პარალელურად, გაიზრდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების, როგორიცაა მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“, არეალი და მასშტაბები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა იწყებს სრულიად ახალ ეტაპს სახელმწიფოს მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად.

 


„დაბალპროცენტიანი ბიზნეს სესხი ხელმისაწვდომი გახდება თითქმის ყველა დარგის ბიზნესისათვის. ამასთან, ჩვენ არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს დავაფინანსებთ, არამედ მოვახდენთ სესხის თანაგარანტირებასაც. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს და მეტ ბიზნესს გაუჩნდება ფინანსებზე წვდომა.

 

 

ამასთან, ჩვენ შემოგვაქვს თვისობრივად ახალი ფინანსური მექანიზმები იმპორტის ჩამნაცვლებელ და ექსპორტზე ორიენტირებული სექტორებისათვის; ასევე, სპეციალური პროგრამა აგრო და ეკო ტურისტული ობიექტების მხარდაჭერისათვის. დამატებით საგრანტო მექანიზმებით სარგებლობა შეეძლება ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი