კახა კახიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე თავის კანდიდატურას ხსნის
30-10-2015, 23:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მის კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ აღნიშნულია მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


Guardian.ge კახიშვილის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

 


"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომელსაც ამჟამად ვხელმძღვანელობ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა და მისი გამართულად ფუნქციონირება ქვეყნის სტაბილურობის, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ხელისუფლების მიდგომის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია. საქართველოს ახალ ხელისუფლებას სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის გათვალისწინებით, უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო.

 

სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ძალიან დიდი შრომა იყო გასაწევი. ახალმა ხელისუფლებამ მთავარი აქცენტი ადამიანის უფლებებისა და პიროვნების ღირსების დაცვაზე გააკეთა და ბოლო სამი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში უპრეცედენტო რეფორმები გატარდა. ჩვენი გუნდისთვის უპირატესი ადამიანია, ხოლო კანონი _ უზენაესი. რეფორმის ქვაკუთხედი კი, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრაა, რაც უკვე დადებითად შეფასდა საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან. ეს სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდაში გამოიხატება.

 

ყოველივე ამასთან ერთად, პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ამ პროცესში სასჯელაღსრულების სამინისტროში გატარდა უამრავი ცვლილება, დაინერგა სიახლეები და სამომავლოდ დაგეგმილია მრავალი ღონისძიება, რომელთა ძირითადი მიზანი მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვაზე, მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე, დანაშაულის პრევენციაზე და მსჯავრდებულთა საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად დაბრუნებაზე იქნება ორიენტირებული.

 


სასჯელაღსრულების სამინისტრო ახლა თავისი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. სამინისტროს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და ჯერ კიდევ დარჩენილი პრობლემების გადაჭრის პროცესი აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რაც ჩემს პირად პასუხისმგებლობად მიმაჩნია.

 

ამიტომაც გადავწყვიტე, უარი ვთქვა მთავარი პროკურორობის კანდიდატობაზე და მოვხსნა საკუთარი კანდიდატურა. ამასთანავე, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა წამოაყენეს. უღრმესი მადლობა, ყველა მოქალაქეს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს და საზოგადოების იმ თითოეულ წევრს, რომლებმაც ბოლო დღეებში ჩემს, როგორც პიროვნებისა და სასჯელაღსრულების მინისტრის მიმართ დადებითი შეფასებები გამოთქვეს. მათი მსგავსი თბილი დამოკიდებულება და შეფასება, ჩემთვის დამატებითი სტიმული და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა, ბოლომდე ღირსეულად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ხალხს", _ ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი