მანამ, ვიდრე კითხვებზე პასუხების გაცემას დავიწყებ, მინდა, კითხვა დავსვა იმ ოპოზიციას, რომელიც 6 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ჩვენს ქვეყანას, მათმა ამ დესტრუქციულმა ქმედებამ, ბუნებრივია ჩვენ, ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან არავითარი არგუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი, გარდა უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამებისა.
„ჩვენი პარტნიორებისგან არაერთხელ მომისმენია, რომ თქვენი ეს ქმედება, მეგობრებო, იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი და სხვა არაფერი. ჩვენ ამდენი ლოდინის შემდეგ ვნახეთ, რომ აბსოლუტურად არავითარი არგუმენტი არ იყო წარმოდგენილი ამ ადამიანების მიერ, გარდა აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამებისა. საბოლოო ჯამში, კარგია, რომ აქ სხედხართ, შემოხვედით პარლამენტში, მისასალმებელია, რომ შემოხვედით“, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.