ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ - პატრიარქი და გენერალი ჩაჩიბაია სამოქალაქო ფორმით შევიდნენ ცხინვალში და გამოიყვანეს თქვენ მიერ ჩატოვებული ცხედრები, თქვენ სადღაც იყავით გაქცეულები
25-06-2021, 23:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახლა რომ ვითომ გული შეგტკივათ, როგორ ექცეოდით, როგორ მდგომარეობაში გყავდათ სამხედროები, შიშის და ზეწოლის ქვეშ, გნებავთ ჩვენი ოფიცრები, პოლიციელები და ყველა, ქალბატონი ეკა ხერხეულიძე რომ მეკითხებოდა, ვითომ სამხედროების მდგომარეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემებზე მოსახლეობას ინფორმაცია არ ჰქონდა, რადგან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამაზე არ საუბრობდნენ.

 


„მიატოვეთ ჩვენი სამხედროები და მათი პატიოსანი ცხედრები, უმძიმეს პირობებში, რომ არა ჩვენი ხელისუფლება, ჯერ ერთი არც ერთ ადამიანს, არც ერთ მოქალაქეს არ ჰქონდა ინფორმაცია ამის თაობაზე, რადგან მოგეხსენებათ, მაშინ როგორი მედია იყო. თქვენ ამაზე მიპასუხეთ, 20 კაცი რომ ჩატოვეთ 2008 წლის შემდეგ 2012 წლამდე თქვენ იყავით ხელისუფლებაში, რატომ არ საუბრობდით ამაზე სადმე, გისაუბრიათ? მე რომ ვარ ხელისუფლებაში, 2013 წლიდან დავიხსენი თქვენს მიერ ჩატოვებული ოფიცრები. სხვათა შორის, გენერალი ჩაჩიბაია, სამოქალაქო ფორმით იყო შესული პატრიარქთან ერთად და სწორედ მისი და პატრიარქის ჩართულობით, გამოიყვანეს ცხედრები. თქვენ სადღაც იყავით გაქცეულები. პატრიარქი შევიდა ცხინვალში, საპატრიარქოს წარმომადგენლები შევიდნენ, ჩაჩიბაია, როგორც პატრიარქთან დაახლოებული და ნდობით აღჭურვილი პირი, ამ ეგიდით შევიდა. აგერ არის გენერალი, ჰკითხეთ და გაგცემთ პასუხს“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი