არის თუ არა კავშირი სუს-ის მიერ აღძრულ საქმესა და მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საქმეს შორის
31-10-2015, 00:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ, ჯალაღანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩები განსაკუთრებით სუს-ის მიერ აღძრული საქმითა და სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხით დაინტერესდნენ.

 


შეხვედრას ასევე ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან იზორია.

 


როგორც დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, ლორთქიფანიძემ და იზორიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მათთვის საინტერესო და დღეს საქართველოში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე კონკრეტული ინფორმაცია გააცნეს.

 


მისივე თქმით, დისკუსია საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. კითხვაზე, განსაკუთრებით რით დაინტერესდნენ ელჩები, ჯალაღანიამ განაცხადა, რომ კითხვები ეხებოდა როგორც გამოძიების მსვლელობას, ასევე სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს. "ერთ-ერთი შეკითხვა იყო - ხომ არაა რამე კავშირი ამ ორ მოვლენას შორის. ამაზე როგორც იუსტიციის სამინისტრომ, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონკრეტული პასუხები გასცეს, რომ ამ ორ საკითხს შორის კავშირი არ არის", - განაცხადა ჯალაღანიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი