ირაკლი ღარიბაშვილი: მაისში ველოდებით 25%-იან ეკონომიკურ ზრდას, შეინიშნება ლარის გამყარების პროცესი
26-06-2021, 08:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაისში ჩვენ ველოდებით 25%-იან ეკონომიკურ ზრდას, შეინიშნება ლარის სტაბილიზაცია და გრძელდება ლარის გამყარების პროცესი, ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდოთ რომ ინფლაცია ასევე დაიკლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, ინფლასიასთან და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოზიტიური სიგნალი და მოლოდინი მოდის ასევე ბიზნესიდან.

 

 

„მაისში ჩვენ ველოდებით 25%-იან ეკონომიკურ ზრდას, შეინიშნება ლარის სტაბილიზაცია და გრძელდება ლარის გამყარების პროცესი, ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდოთ რომ ინფლაცია ასევე დაიკლებს.

 

 

რაც შეეხება ინფლაციას, ზოგადად მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო მეგობრებისთვის, რომ ძალიან პოზიტიური სიგნალი და მოლოდინი მოდის ზოგადად ბიზნესიდან. მოგეხსენებათ, რომ მარტში ჩვენ 4%-იანი ზრდა გვქონდა, აპრილში უპრეცედენტო 44,8%-იანი ზრდა გვქონდა. მაისში ჩვენ ველოდებით 25%-იან ზრდას, რამდენიმე დღეში გვეცოდინება უფრო კონკრეტულად ამის თაობაზე. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ შეინიშნება ლარის სტაბილიზაცია და გრძელდება ლარის გამყარების პროცესი. ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდოთ რომ ინფლაცია ასევე დაიკლებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი