ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე... ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ასევე არაბული ქვეყნების დაინტერესება ჩვენი პროდუქციით
26-06-2021, 08:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კიდევ ერთხელ მინდა შევეხო იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენ მოგვეცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, ეს ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა და ასევე თავისუფალ ვაჭრობას, რომელიც არის ძალიან კარგი, უნიკალური შანსი ჩვენი მეწარმეებისთვის. ამან განაპირობა, რომ ევროკავშირი გახდა უკვე, თუ არ ვცდები, რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი და ძალიან დიდი ინტენსივობით, სისწრაფით იზრდება ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას დეპუტატ ხატია წილოსანის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მიმართულებით მეწარმეებს მთავრობისგან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ და ამავე დროს, ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება არაბული ქვეყნების დაინტერესება ქართული პროდუქციით.

 

 

„ამ მიმართულებით მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ მთავრობისგან ჩვენს მეწარმეებს. მეტი ინფორმაციაა საჭირო, მეტი ტრენინგი, მეტი ჩართულობა იმ სტანდარტებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირშია დაწესებული. ჩვენი გეგმა, რომელიც დამუშავებული გვაქვს სოფლის მეურნეობისა და წარმოების მიმართულებით, სწორედ ამ მიმართულებას პასუხობს. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მაქსიმალურად მეტი ადგილობრივი, ჯანსაღი ბიო პროდუქცია, თუ სხვა, რომელსაც ჩვენ გავიტანთ ევროკავშირის ბაზარზე, მათ შორის, ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა ახლო აღმოსავლეთს, არაბულ ქვეყნებს - ჩვენ ვაპირებთ, კონკრეტული პროექტებითა და პროგრამებით დავიწყოთ ინტენსიური მოლაპარაკებები არაბულ ქვეყნებთან. მოგეხსენებათ, ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი აუთვისებელი პოტენციალი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ამ მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება არაბული ქვეყნების დაინტერესება ჩვენი პროდუქციით,“- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი