მე, თქვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის არც ერთი თეთრი არ მომიპარავს; მე მთელი ცხოვრება ვმუშაობდი კერძო სექტორში, ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შრომით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მის მიერ გაკეთებული განცხადებები იაფფასიანი სპეკულაციაა.
„აგრძელებთ მდარე და იაფფასიან სპეკულაციას. ნურსა ნადირაშვილის დონეზე ხართ დასული, 8 წლის წინ რა კითხვასაც მისვამდით, იგივეს მეკითხებით. მე, თქვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის არც ერთი თეთრი არ მომიპარავს. მე მთელი ცხოვრება ვმუშაობდი კერძო სექტორში, ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. მე თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შრომით“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა დეპუტატ გიორგი ვაშაძის კითხვასაც უპასუხა.
„გიორგი ვაშაძე გამოვიდა, ფარცხალაძე ახსენა და შეადარა კეზერაშვილს, მეგობრებო, რაღაცას რომ ამბობთ, სიტყვას რა თქმა უნდა, მოჰყვება პასუხისმგებლობა. ნებისმიერ მოქალაქეს რომ ჰკითხო, როგორ შეიძლება ფარცხალაძე შეადარო კეზერაშვილს. კეზერაშვილზე კონკრეტული ფაქტები ჩამოგითვალეთ. ფარცხალაძე მუშაობდა სულ რამდენიმე თვე, ეს კაცი 2013 წელს წავიდა, საერთოდ არ მონაწილეობს მთავრობის მუშაობაში. კეზერაშვილზე დაგისვით კონკრეტული, ფაქტებზე დამყარებული კითხვები, რომლებზეც პასუხი არ გაქვთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ თანამონაწილე და ფინანსდებით კეზერაშვილის მიერ მოპარული ფულით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.