გიორგი გახარია: მიშა სააკაშვილისა და დღევანდელი მმართველი პარტიის ინტერესები სრულად ემთხვევა... მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს
26-06-2021, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

 


ბიძინა ივანიშვილის დიდი ხნის მოკავშირე და ყოფილი პრემიერ მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შინაარსით შევსება მისი პარტიის გასაკეთებელი იქნება.

 


„ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაცლილია. ორი, ქართული პოლიტიკისთვის გადაბერებული, ქართული რეალობის გუშინწინდელი და გუშინდელი დღე ერთმანეთთან ჭორაობით ავსებენ ვითომ პოლიტიკურ სივრცეს და სინამდვილეში მათი მიზანი არის მარტივი – პოლიტიკური ველი სრულად ჩაკეტონ, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსები არ გაჩნდნენ. ამაში მიშა სააკაშვილისა და დღევანდელი მმართველი პარტიის ინტერესები სრულად ემთხვევა. ისინი ისე ავსებენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ.

 


მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს. საბოლოო ჯამში, ის, რომ ქვეყნის პოლიტიკური წესრიგი შინაარსით შეივსოს, ჩვენი გასაკეთებელი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი