საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფოტო: რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებარე მონაკვეთი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე პირველი, 2.5 კმ-ის ორზოლიანი მონაკვეთი 2021 წლის სექტემბერში გაიხსნება, სრულად კი პროექტი 2023-2024 წლებში დასრულდება.
„რიკოთის საუკუნის პროექტი, 51.3 კმ, ოთხ ლოტად არის დაყოფილი, ამჟამად მიმდინარეობს ხიდების 70%-ის და გვირაბების 88% მშენებლობა, აქედან შვიდი გვირაბი უკვე გაჭრილია. 2021 წლის სექტემბერში გაიხსნება 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი, რომელზეც ოთხი გვირაბია განთავსებული. რიკოთის პროექტი საერთო ჯამში მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს, მაშინ, როდესაც ამ ეტაპზე ქვეყანაში სულ 40-მდე გვირაბი მოქმედებს.
ხელშეკრულების მიხედვით, 2021 წლის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე, უკვე 2022 წელს გათვალისწინებულია ორი ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთის დასრულება და 2023-2024 წლებში რიკოთის პროექტი უკვე მთლიანად დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.