მიხეილ უკლებამ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქართული მხარის ნოტა გადასცა
31-10-2015, 00:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მიხეილ უკლებამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ნატალია გალიბარენკოს ქართული მხარის ნოტა გადასცა.

 


უკლებას თქმით, მან გალიბარენკოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერების შინაარსის გამო ხელისუფლებისა და საზოგადოების შეშფოთება გადასცა.

 


"გავაცანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის ამონარიდები მათი განცხადებებიდან. გადავეცი ქართული მხარის შეშფოთება, ვთხოვე შესაბამისი რეაგირება, რაზეც ქალბატონმა გალიბარენკომ აღმითქვა, რომ სასწრაფოდ გადასცემს ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას უკრაინის ხელისუფლებას, მთავრობის ყველა სტრუქტურას, ვისაც ეს ეხება. პარალელურად, ისინიც საქმის კურსში იყვნენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში უკრაინის დროებით რწმუნებულს ანალოგიური ნოტა გადასცა", _ განაცხადა უკლებამ.

 


მისივე თქმით, ნოტაში საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს სატელეფონო საუბრებრის ჩანაწერში გამოთქმულ დესტრუქციულ ქმედებებზე და არეულობაზე და ფაქტზე რეაგირებას ითხოვს. უკლებას განცხადებით, უკრაინულ მხარეს ასევე ეცნობა, რომ დაიწყო პროცედურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი