ელჩებს ელოდა მეფე თამარ... ამ დროს მოახსენეს, რომ ვიღაც ქვრივ-ოხერი, ღატაკი დედაბერი მწარედ ითხოვდა მისგან შემწეობას
28-06-2021, 08:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ელჩებს ელოდა ვარდციხეში მდგარი მეფე თამარ, სურდა მათთვის თვალი მოეჭრა სიმდიდრით და ფუფუნებით, რისთვისაც შეიმოსა მდიდრული ქსოვილისგან აკინძულ სამოსში, შეიბნა ძვირფასი თვალ-მარგალიტის ყელსაბამი. ამ დროს მოახსენეს, რომ ვიღაც ქვრივ-ოხერი, ღატაკი დედაბერი მწარედ ითხოვდა მისგან შემწეობას. მორთვა დაამთავრა თუ არა, ბრძანა კიდეც დედაკაცის ხმობა. დატრიალდნენ ბრძანების შესასრულებლად მსახურნი, მაგრამ ვერსად ნახეს იგი, სადღაც წასულიყო, გამქრალიყო. ამით ძლიერ შეწუხებულმა თამარ მეფემ კისრით მოიწყვიტა ძვირფასი ყელსაბამი, მარგალიტები ოთხივ მხრივ გაიბნენ ფილაქანზე. და თქვა მეფემ : ,,რადგან ამ სამკაულმა ხელი შემიშალა სიკეთის ჩადენაში, მე არ ვარ მისით მორთვის ღირსი. ეს მარგალიტი ცრემლს მაგონებს, აკრიფეთ მარცვლები და ეკლესიაში წაიღეთ“. ლეგენდა იმასაც ამბობს, რომ გელათის ღვთისმშობლის ხატი მოირთო იმ მარგალიტებით.

 

(ჩაწერილია 1830-იან წლებში)

 

მოამზადა ედიშერ ოდიშარიამ

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი