"ისლამურ სახელმწიფოსთან" სამშვიდობო შეთანხმება არ დაიდება - 19 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნაზე შეთანხმდა
31-10-2015, 03:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

19 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვენაში გამართულ მოლაპარაკებებზე, სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნაზე შეთანხმდა.

 


მხარეებმა 9-პუნქტიანი დოკუმენტი მიიღეს, რომლის მიხედვითაც, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სირიის მთელ ტერიტორიაზე და "ისლამური სახელმწიფო" და გაერო-ს ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანილი სხვა დაჯგუფებები უნდა განადგურდეს.

 


სირიაში უნდა შენარჩუნდეს ერთიანი საერო სახელმწიფო, უნდა გააქტიურდეს კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა. გარდა ამისა, ჩატარდება საერთაშორისო დონის შეხვედრა, რომელშიც ბაშარ ალ-ასადის მთავრობისა და ოპოზიციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. ამ შეხვედრის შედეგად, უნდა შეიქმნას ახალი გარდამავალი მთავრობა, რომელიც ქვეყანას ახალ არჩევნებამდე უხელმძღვანელებს, რის შემდეგაც სირიაში ახალ კონსტიტუციას მიიღებენ. პოლიტიკურ პროცესში მონაწილე ქვეყნები სირიის მთელ ტერიტორიაზე მშვიდობიანი ზავის დადებას უზრუნველყოფენ, თუმცა "ისლამურ სახელმწიფოსთან" სამშვიდობო შეთანხმება არ დაიდება.

 


როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიცია ბაშარ ალ-ასადის მომავლის შესახებ კვლავ განსხვავებულია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ასადის ბედი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

 


ვენაში გამართულ მოლაპარაკებებში გაეროს, ევროკავშირის, რუსეთის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, ირანისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მორიგი შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი