დავით ზალკალიანი რომში „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
28-06-2021, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

28 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. რომში, „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ლუიჯი დი მაიო და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

 

 

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლა. საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე ქვეყნის ტერიტორიაზე სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი კოორდინირებული და ერთიანი ქმედებების მნიშვნელობაზე ტერორიზმის საბოლოოდ დამარცხების გზაზე.

 


ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ "დაეშის" წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მიერ გატარებულ ქმედებებსა და სამომავლო გეგმებს,ასევე კიდევ ერთხელ აღინიშნება წევრი ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობა ერაყსა და სირიაში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების სტაბილიზაციისთვის.

 

 

ღონისძიებას დაესწრებიან კოალიციაში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები,ისევე როგორც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ჟოზეფ ბორელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი