საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რომში, „დაეშის წინააღმდეგ მებრძოლი ანტიტერორისტული გლობალური კოალიციის“ მინისტერიალში მონაწილეობს.
მისი თქმით, საქართველოს, როგორც კოალიციის აქტიურ წევრს, დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.
„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ რომში, „დაეშის წინააღმდეგ მებრძოლი ანტიტერორისტული გლობალური კოალიციის“ მინისტერიალში. საქართველოს, როგორც კოალიციის აქტიურ წევრს, დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რასაც მრავალეროვნულ ოპერაციებში მონაწილეობის გზით ვაკეთებთ“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.