სინას ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 217 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით კი, ყველა მგზავრი რუსეთის მოქალაქე იყო.
ეარბასი A-321 რომელიც წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხიდან პეტერბურგის მიმართულებით მიფრინავდა, დაახლოებით 9 500 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა, როცა რადარებიდან გაუჩინარდა. მისი ნამსხვრევები კი ჰასანას მხარეში აღმოაჩინეს. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
BBC -ის ცნობით, თვითმფრინავმა ვარდნა ძალიან სწრაფად დაიწყო და წუთში 1 500 მეტრი დაკარგა, შემდეგ კი პირდაპირი ეთერიდანაც გაქრა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაბამის ორგანოებს მომხდარის სასწრაფო გამოძიება დაავალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.