ირაკლი ღარიბაშვილი: ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს
28-06-2021, 20:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩავატარებთ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, ღია, თავისუფალ არჩევნებს და დამაჯერებლად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ჩვენი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის პესიმისტური გამოსვლები პარლამენტში ემსახურება იმას, რომ პოზიტიური მოლოდინები შეცვალონ და შეაფერხონ.

 

 

„რაც შეეხება ეკონომიკის აღდგენას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის დიდი ოპტიმიზმის მომცემია ის ფაქტი, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა 45%-მდე ზრდა, მაისის თვეში ჩვენ ველოდებით 25%-იან ზრდას, მინიმუმ, რაც გვაძლევს ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს.

 


ეს ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმით, მათ შორის, ბატონ რომანს კარგად ესმის, ეს რას ნიშნავს. მათი ეს პესიმისტური გამოსვლები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ რამენაირად ეს პოზიტიური მოლოდინები შეცვალონ და შეაფერხონ.

 

 

ამას ემსახურებოდა არმაზის, ამ ბუმბერაზი ადამიანის ნათქვამი, რომ ჩვენ, მთავრობა თურმე ვამზადებთ თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებას. ეს ემსახურება კიდევ იმას, რომ შეიქმნას არასტაბილურობის განცდა.

 


მე და მთლიანად ჩვენი გუნდი, მთავრობა გაძლევთ გარანტიას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებულები, მთელი საპარლამენტო გუნდი, მთელი უმრავლესობა, „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ჩავატარებთ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, ღია, თავისუფალ არჩევნებს და დამაჯერებლად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ჩვენი პარტია“, - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 1
#1   მარინე
      
მივესალმები ამას -"ჩავატარებთ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, ღია, თავისუფალ არჩევნებს", მაგრამ არ მივესალმები ამას -"დამაჯერებლად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ჩვენი პარტია“ - არ არის ეს ავტოკრატია - "მე,მე,მე - ერთად ერთი და განუმეორებელი? მიმოიხედეთ ირგვლივ რამდენი ნიჭიერი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, თავდადებული ადამიანია საბედნიეროდ ჩვენს მამულში? და რატომ მარტო ერთი პარტია და მუდმივად ე.წ. ოპოზიცია?
29 ივნისი 2021 10:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი