პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებები 86 ხმით მიიღო - იზრდება პროპორციული წილი ადგილობრივ არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი წესდება
29-06-2021, 09:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის განხილვა თანმდევ კანონპროექტებთან ერთად დასრულდა.

 

 

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება „ქართული ოცნების“ მიერ აღებული ვალდებულებაა, გარდა ამისა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად პარტია „მოქალაქეებთან“ გაფორმებული მემორანდუმის და შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ნაწილია.

 

 

საარჩევნო რეფორმის შედეგად, იზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი წესდება.

 

 

ცვლილებები კანონში წარმოდგენილია საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციის, წინასაარჩევნო კამპანიის, არჩევნების პროცესის, მისი შეჯამების და საარჩევნო დავების მიმართულებით.

 

 

კანონპროექტი ითვალისწინებს ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას.

 

 

პროექტი ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს.

 

 

პროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე, პლენარულ სხდომაზე დამატებითი განხილვისათვის გადადებულ საკითხებზე იმსჯელეს და მხარი ორ დანართს დაუჭირეს. ერთი დანართით რეგულირდება თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით არჩეული შემადგენლობები, ხოლო მეორე დანართით - საკრებულოს არჩევნებისთვის თვითმმართველ თემებში (გარდა თემების ადმინისტრაციული ცენტრებისა) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების სახელწოდებები და საზღვრები.

 

 

„დღეს დასრულდა 8- თვიანი სამუშაო პროცესი. ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შედგა მოლაპარაკებების პირველი რაუნდები არჩევნების შემდეგ. პროცესი გაგრძელდა როდესაც ვმუშაობდით შარლ მიშელის დოკუმენტზე და მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო 2 ადამიანს უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. ამ დოკუმენტის მომზადებისთვის, შალვა პაპუაშვილს და ლევან იოსელიანს. რომლებმაც ძალიან აკადემიური მიდგომით უზრუნველყვეს ამ ძალიან დახვეწილი დოკუმენტის მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს ფუნდამენტურ პროგრესს საარჩევნო გარემოს ცვლილების თვალსაზრისით. კანონით გათვალისწინებულია უამრავი ფუნდამენტური ცვლილება და კანონი უზრუნველყოფს, რომ ფუნდამენტურად შეიცვლება საარჩევნო გარემო ჩვენს ქვეყანაში. ყველა პარტია მხარს უჭერს ამ დოკუმენტს და ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება მიშელის დოკუმენტს ეკუთვნის მადლობა და აქვე, სამწუხაროდ გვიწევს აღნიშვნა, რომ ვინც მხარს არ უჭერს ამ კანონს, ის პირდაპირ ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სესიის, პლენარულ სხდომაზე “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ.

 

 

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე, საბოლოო მოსმენით, 86 ხმით 3-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

 

 

საპარლამენტო ოპოზიციიდან ფრაქციებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი