ჯუმბერ კირვალიძე: „ქართველი ხალხი ჰომოფობი არც ყოფილა და არც არის“
29-06-2021, 09:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მორალი, ზნეობა ("მორალისტური", "ზნეობრივი"): იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებასა და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში!

 


ანუ, მორალი არის საზოგადოებრივი კატეგორია, თუ რა ქმედება ან საქციელია მისაღები, ან არ მისაღები, ამას განსაზღვრავს საზოგადოება, რომელიც ხელმძღვანელობს იმ მორალური პრინციპებით, რომელიც მოცემულ ისტორიულ მონაკვეთშია დაშვებული და აღიარებული. ▪მაგალითად, მონარქისტულ ინგლისში, 1880 წლამდე ჰომოსექსუალიზმი ისჯებოდა სასიკვდილო განაჩენით - ჩამოხრჩობა! შემდგომ პერიოდში კი, იგი შეიცვალა თავისუფლების აღკვეთით და ეს გრძელდებოდა 1960 წლამდე. ცნობილი და გახმაურებული ფაქტია, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გამოჩენილ ინგლისელ მათემატიკოს, ლოგიკოსს, კრიპტოგრაფს ალან ტიურინგს, - ჰომოსექსუალისტური მიდრეკილების გამოვლინების ბრალდებით, შეუფარდეს იძულებითი ჰორმონალური თერაპია, ანუ სამედიცინო მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, - თავისუფლების აღკვეთა, რამოდენიმე წლით...

 


1970-იანი წლებიდან დაწყებული, რასაც წინ უძღოდა 60-იანი წლების ე.წ. "სექსუალური რევოლუცია", დასავლეთში ჰომოსექსუალიზმთან მიმართებით საზოგადოებრივი დამოკიდებულება შეიცვალა, მას, როგორც გარკვეული კატეგორიის ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემად აღიქვამდნენ. მეტიც, 1990 წელს გაეროს ჯანმოს ინიციატივით ჰომოსექსუალიზმი ამოიღეს დაავადებათა ჩამონათვალიდან.

 

 

ანუ, ამ მორალური საკითხის დინამიკა მიუთითებს იმაზე, თუ როგორ იცვლებოდა მისი მიმართებით საზოგადოების დამოკიდებულება, რაც ადასტურებს იმას, რომ - მორალი, უწინარესად საზოგადოებრივი კატეგორიაა, - და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე იგი განიცდის ცვალებადობას.

 

 

წარსულში, საქართველოში ჰომოსექსულიზმი მორალური თვალსაზრისით ყოველთვის მიუღებელი იყო, რისი ახსნაც ძალიან მარტივია, ეს უკავშირდება ქრისტიანობას, რომელიც გმობს და ცოდვად მიიჩნევს სოდომიზმის ყოველგვარ გამოვლინებას. ჩვენში ამ მტკივნეული საკითხისადმი დამოკიდებულება არც გასულ საუკუნეში, ათეისტურ სსრკ-ში შეცვლილა. აქვე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში არასოდეს მომხდარა სექსუმცირესობების დევნა, მითუმეტეს, მათი სიცოცხლის ხელყოფა!

 

 

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, სადაც ჰომოსექსუალიზმი კანონით ისჯებოდა, ჩვენში გარკვეულ წრეებში ამ საკითხისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სექსუმცირესობების უფლებების დაცვა ყველა სხვა უმცირესობების (რელიგიური, ეთნიკური და სხვა) დაცვას გაუტოლდა, რაზეც გავლენა მოახდინა დასავლეთში მომხდარმა ცვლილებებმა, რაზედაც ზევით მოგახსენეთ. საქართველოში გარკვეული აგრესიული სექსუმც. ჯგუფები (1%), რომლების მიზანია საკუთარი ქვეყნის რეპუტაციის შელახვა და საკუთარი ხალხის დადანაშაულება ჰომოფობიაში (რათა ამის სანაცვლოდ დასავლეთის ზოგიერთი ორგანიზაციიდან მიიღონ დაფინანსება), ყველანაირად ცდილობენ, რომ ქართული საზოგადოების ამ მორალური საკითხისადმი დამოკიდებულების გაუთვალისწინებლად, მოახდინონ პროცესების ფორსირება და მიაღწიონ საქართველოში სოდომიზმის პროპაგანდის ლეგალიზებას, გეიაღლუმების დაკანონებას და მომავალში ერთნაირსქესიანთა "ქორწინების" კონსტიტუციურ და რაც მთავარია, მორალურ ნორმად ქცევას!

 


ქართველი ხალხი ჰომოფობი არც ყოფილა და არც არის, ამის არაერთი ფაქტი არსებობს, თუ როგორი ტოლერანტულია ქართული საზოგადოება ლგბტქ-ს პირების მიმართ. მაგალითად, თუნდაც მსოფლიოში აღიარებული დიდი ქართველი ბალერონის ვახტანგ ჭაბუკიანის ისტორია ავიღოთ, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ მთაწმინდის მიწას მიაბარა, სადაც ჩვენი ერის საუკეთესო შვილები განისვენებენ...

 

 

ასე რომ, არანაირი ჰომოფობიური ვნებები ქართველ ხალხს არ სჭირს, საქმე ძალიან მარტივადაა, დღეს, 21 საუკუნის 20-იან წლებში ქართული საზოგადოებისთვის (99%) სოდომიზმის ლეგალიზება და პროპაგანდა, მორალურად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია! იმედია, რომ ასე იქნება მომავალშიც, უკუნითი უკუნისამდე!

 


რაც შეეხება, სექსუმცირესობების უფლებების დაცვას, კანონის წინაშე თანასწორობას, მათ პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას, სიცოცხლის, უსაფრთხოების, სწავლის, მუშაობის, ჯანდაცვის და ყველა სხვა უფლებას (გარდა, სოდომიზმის პროპაგანდისა, აღლუმები და სხვა.), ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება გარანტირებულად უზრუნველყოფს, როგორც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების შემადგენელი ნაწილის!

 

 

მოკლედ, ბევრი და სხვადასხვა სახის გამოწვევა გვაქვს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, ყველას საკადრისი და გონივრული პასუხი უნდა გავცეთ ისე, რომ განსაცდელები თავიდან ავირიდოთ, ჩვენი ქვეყანა, ხალხი, ზნეობა გადავირჩინოთ! - "ეშმაკს, არ სძინავს"!

 


- ევროპარლამენტში 736 წევრია და აქედან, 28 ევროპარლამენტარ-სოდომისტს თბილისში გეიაღლუმის ჩატარების გარანტია მოუთხოვია...

 

 

- რუსეთის დუმაში 450 წევრია და ყველა მათგანმა, 450-ივე ოკუპანტმა - დეპუტატმა საქართველოს დანაწევრებას მისცა ხმა,
ანუ აფხაზეთ-ცხინვალის "დამოუკიდებლობა" აღიარა...

 

 

ფხიზლად და ფრთხილად, მამაცო და გონიერო ქართველებო!!!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი