საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პარიზში UNESCO-ს გენერალურ მდივანს, ოდრე აზულეს შეხვდა. მინისტრი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მწვავე საჭიროებას და ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას მოცემულ ტერიტორიებზე, რაც მიმდინარე წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თბილისში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", რომელიც UNESCO-ს პატრონაჟით ხორციელდება. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქმიანობას კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით და მათ შორის, პირველ რიგში, აღინიშნა სამინისტროს სსიპ "შემოქმედებით საქართველო", რომელიც მინისტრის თქმით, კულტურის სამინისტროს ფარგლებში უნდა გახდეს წამყვანი ორგანიზაცია, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.